კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
იტალიაში, აქციებზე სტუდენტებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს, სამართალდამცველებმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს 17.10.2026 17:48

 

იტალიაში სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

სტუდენტები საჯარო სკოლებში არსებულ მძიმე მდგომარეობას და იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მიერ კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობაზე დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებდნენ.

ტურინში გამართულ საპროტესტო მსვლელობას მასწავლებლებიც შეუერთდნენ.

რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და პოლიციის მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილები" ისროლეს. აქციების ნაწილი ძალადობაში გადაიზარდა, მათ შორის, რომში, ბოლონიასა და ტურინში, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პოლიციის ინფორმაციით, რომში ათასობით ადამიანი კოლიზეუმიდან განათლების სამინისტროს შენობისკენ მსვლელობით გაემართა.

დემონსტრანტებს ხელში ეკავათ პლაკატები, სადაც ჯორჯია მელონი და მთავრობის სხვა წევრები იყვნენ გამოსახული. ბევრ

 

 

ასევე დაგაინტერესებთ