კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მილანის ცენტრში, საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა 17.10.2026 23:03

 

მილანის ცენტრში, გოთიკური ტაძრის წინ მდებარე მოედანზე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. იტალიური მედიის ცნობით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვადასხვა საგნები ესროლეს.

შეტაკებების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. უსაფრთხოების ზომების გამო დაიკეტა მეტროს ცენტრალური სადგური „დუომოც", რომელიც მილანის საკათედრო ტაძრის მოედანთან მდებარეობს.

საპროტესტო აქცია გაიმართა იტალიის ქალაქ ბოლონიაშიც. სააგენტო ANSA-ს ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ