კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
დონალდ ტრამპი – საფრანგეთი იწვის, სრულიად განსხვავებული სამყაროდან ჩამოსული ადამიანების მიგრაციამ ოდესღაც დიდებული ქვეყანა დაანგრია 18.10.2026 16:35

 

საფრანგეთი იწვის, სრულიად განსხვავებული სამყაროდან ჩამოსული ადამიანების მიგრაციამ ოდესღაც დიდებული ქვეყანა დაანგრია, ჩაკეტეთ საზღვრები, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„საფრანგეთი იწვის! სრულიად განსხვავებული სამყაროდან ჩამოსული, გულში სიძულვილის მქონე ადამიანების მიგრაციამ, ეს ოდესღაც დიდებული ქვეყანა დაანგრია. ჩაკეტეთ საზღვრები და აიღეთ ვითარება კონტროლქვეშ, ვიდრე გვიანი არ არის!"- წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, გუშინ საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. სხვადასხვა ქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციამ 855 ადამიანი დააკავა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 1800 ადამიანი დააკავა, 500-ზე მეტი პოლიციელი კი დაშავდა. ამასთან, პარიზში საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ