21.10.2026 21:40
რუსეთი შეერთებულ შტატებში დიზელის საწვავით დატვირთულ პირველ ტანკერს ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს გააგზავნის. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.
ნოვაკის განმარტებით, ტანკერის წყალწყვა 40 000 ტონას შეადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ საწვავის მიწოდება მომავალშიც გაგრძელდება.
S&P Global Energy-ის მონაცემებით, აშშ-ში დიზელის საწვავის ყოველდღიური მოხმარება 554 ათას ტონას აღწევს.
შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან გამართულ "ძალიან წარმატებულ საუბარსა" და რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნის შეთანხმებაზე ისაუბრა.
როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ რუსეთი შეძლებს ექსპორტის მოცულობის აღდგენას და 2026 წლის ბოლომდე აშშ-ში დიზელის ექსპორტმა შესაძლოა 3-3.5 მილიონ ტონას მიაღწიოს.