შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა 24.10.2026 17:00

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა. სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მან მეზობელ ქვეყანაში ახლად გახსნილი ხიდის გავლით იმგზავრა.

 

ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

 

სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, კიმ ჩენ ინი ქალაქ დანთუნში ჩავიდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს მდინარე იალუს ახალი ხიდით უკავშირდება. მედიის ცნობით, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი, კიმ ჩენ ინს სასაზღვრო ქალაქში შეხვდა.

 

მისი ვიზიტი ერთი დღით უსწრებს წლისთავს, რომელიც ჩინეთის 1950-1953 წლების კორეის ომში ჩართვას უკავშირდება. სამხრეთკორეული მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნდებოდა.

 

ცნობისთვის, ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ოქტომბერში, ხანგრძლივი შეფერხების შემდეგ, მდინარე იალუს ახალი, სამკილომეტრიანი ხიდი გახსნეს. ეს ორ ქვეყანას შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელია. ხიდის გახსნის მიზანი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაა, რომლებიც წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობებისა და პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო შენელდა.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ