კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ვლადიმერ პუტინი - ევროპაში არეულობის ორგანიზებაში რუსეთის დადანაშაულება ევროპელი ლიდერების სისუსტეზე მეტყველებს 25.10.2026 14:39

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროპის ქვეყნებში არეულობის პროვოცირებაში რუსეთის დადანაშაულების მცდელობა გადაჭარბებულია.

„პირველი რეაქცია, როცა ეს ვნახე, გაკვირვება იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმის მტკიცება, რომ ჩვენ ევროპის დიდ ქალაქებში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ვიწვევთ, უკვე აშკარა გადაჭარბებაა, რაც, ჩემი აზრით, რიგითი ევროპელებისთვისაც ცხადია", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს ბრალდებები ევროპელი პოლიტიკოსების სისუსტეზე და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღების უუნარობაზე მიუთითებს.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროპის ქვეყნების ზოგიერთი ხელმძღვანელი სუსტია და არ შეუძლია, პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც ხდება", - განაცხადა პუტინმა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ