კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
იური უშაკოვი : რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ განახლდება 25.10.2026 17:57

 

რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის სამმხრივი სამიტისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ფარგლებში გაიმართება.

როგორც უშაკოვი აცხადებს, ჯერჯერობით არ განხილულა APEC-ის სამიტის ფარგლებში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა, თუმცა დაგეგმილია მათი სამმხრივი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან.

შესაბამისად, უშაკოვის თქმით, პუტინსა და ტრამპს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა მაინც ექნებათ.

„ეს შეხვედრა ჯერ არ შეგვითანხმებია, რადგან აქამდე მხოლოდ სამმხრივ შეხვედრას ეხებოდა საუბარი. ორი პრეზიდენტი ერთ ადგილას თუ იქნება, ისინი, სულ მცირე, მიესალმებიან ერთმანეთს და მაგიდასთან ისაუბრებენ. ასევე ექნებათ საუბრის შესაძლებლობა ოფიციალური ღონისძიებების დროს. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო სამიტები კომუნიკაციის ბევრ შესაძლებლობას ქმნის", - აღნიშნა უშაკოვმა.

ცნობისთვის, APEC-ის სამიტი ჩინეთის ქალაქ შენჟენში 18-19 ნოემბერს გაიმართება.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ