26.10.2026 09:19
ირანზე დაანონსებული იერიში არ განხორციელდება, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ჯერ ისევ განიხილავს, ირანთან შეთანხმების მიღწევას, შეეცადოს თუ უფრო მკაცრი მიდგომა აირჩიოს.
„ირანთან შეთანხმებას მივაღწიო თუ საბოლოოდ გავანადგურო ისინი? ეს არის ერთადერთი შეკითხვა, რომელიც მაწუხებს. შევუთანხმდე თუ გავანადგურო? გახსოვდეთ, ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს. ისინი ვერაფერს იღებენ, ჩვენ კი ყველაფერს ვიღებთ. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ. The Wall Street Journal-ში ვკითხულობთ, რომ დღეს ჰორმუზის სრუტის გავლით უფრო მეტ ბიზნესსაქმიანობას ვახორციელებთ, ვიდრე ომის დაწყებამდე ვახორციელებდით", - აღნიშნა ტრამპმა.