სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ნორვეგიის პრემიერის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი „შინაარსიანი, კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირებული და პროფესიონალური“ იყო 27.10.2026 17:38

 

ვლადიმერ პუტინთან საუბარი 90 წუთი გაგრძელდა, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ განაცხადა.

იონას გარ სტორეს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი „შინაარსიანი, კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირებული და პროფესიონალური" იყო.

მისივე ცნობით, თავდაპირველად საუბრისთვის მხოლოდ 20 წუთი იყო გამოყოფილი.

„დიდი ნაწილი, რაც მან [პუტინი] თქვა, უკვე ცნობილი იყო. მან თავისი მოსაზრებები გაიხსენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდა კონფლიქტი 2014 წლის შემდეგ. ჩვენ ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ. ეს კარგად ცნობილი მოსაზრებებია, რომელზეც პასუხის გაცემის შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენს პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა რჩება", - განაცხადა სტორემ.

სტორე დანიის პრემიერ-მინისტრის კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ფინეთის პრეზიდენტისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინირებული არ ყოფილა.

„ჩვენი ყველა პარტნიორი და მოკავშირე წინასწარ იყო ინფორმირებული და მათ საუბრის დასრულების შემდეგ დეტალური ინფორმაცია მიიღეს", - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ვლადიმერ პუტინთან მხოლოდ თავიანთი ქვეყნების სახელით ისაუბრეს და სხვა არავის.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ