ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა — ვაგონები ხევში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები 28.10.2026 14:07

ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში, ორი ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა მოხდა

ესპანური მედიის ცნობით, ავარიას სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი ჯერ დაზუსტებული არ არის.

შემთხვევა დილით,ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:00 საათზე, ქალაქებს ლოს-იებენესსა და ურდას შორის მოხდა.  ერთმანეთს სახელმწიფო კომპანია Renfe-ს AVE-ს და კერძო ოპერატორ Iryo-ს მატარებლები შეეჯახა.

 

 წინასწარი ინფორმაციით, AVE-ს მატარებელი წინ მიმავალ შემადგენლობას უკნიდან შეჯახა. დარტყმის შედეგად Iryo-ს მინიმუმ ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და ფერდობზე/ხევში გადავარდა.

შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

 ესპანური მედია დაღუპულებისა და მრავალი დაშავებულის შესახებ იუწყება. სხვადასხვა გამოცემაში მსხვერპლის ურთიერთგანსხვავებული რაოდენობა ვრცელდება, თუმცა საბოლოო ოფიციალური მონაცემები ჯერ არ დაზუსტებულა.

 შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მაშველები, მეხანძრეები, სამედიცინო დახმარების სამი ვერტმფრენი და ორი რეანიმობილი. ხელისუფლებამ ავარია მძიმე შემთხვევად შეაფასა. ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ სამუშაო ღონისძიებები გააუქმა.

 

 ესპანეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორმა Adif-მა მადრიდსა და ანდალუსიას შორის ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა შეაჩერა. Renfe მგზავრებს ბილეთების უფასოდ შეცვლის ან გაუქმების შესაძლებლობას სთავაზობს.

 

წყარო:

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ