პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მედია: უკრაინა ევროინტეგრაციის ანგარიშის მოლოდინში - ალტერნატიული შეფასება უკრაინის ანტიკორუფციულ სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს ააშკარავებს 30.10.2026 21:06

 

4 ნოემბერს ევროკომისია უკრაინის ევროინტეგრაციის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს.
ოფიციალურ დოკუმენტამდე გამოქვეყნებული "ჩრდილოვანი ანგარიში" - სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებული ალტერნატიული შეფასება - აჩვენებს, რომ უკრაინის ანტიკორუფციულ სისტემაზე პოლიტიკური ზეწოლისა და კონტროლის დამყარების მცდელობები კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.

მედიის ცნობით, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე (NABU) და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაზე (SAPO) ირიბი პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება, რაც ხელს უშლის მაღალი დონის კორუფციული საქმეების ეფექტიან გამოძიებას.

ამ პროცესებში ხშირად ფიგურირებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც (SBU). გარდა ამისა, კიევმა უგულებელყო ევროკომისიის გასული წლის რეკომენდაცია და არ გაუქმებია უმაღლესი რადას დროებითი კომისია, რომელიც ანტიკორუფციულ უწყებებზე ზეწოლის მექანიზმად ფასდება.

ევროკავშირისთვის განსაკუთრებულ საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს ისიც, რომ უმაღლესმა რადამ დღის წესრიგიდან კვლავ ამოიღო 2026-2030 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის მიღება.
ეს გარემოებები ბრიუსელის მხრიდან უკრაინის რეფორმების შეფასებისას ოპტიმიზმის ნაკლებ საფუძველს ტოვებს.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ