31.10.2026 17:46
რუს ჟურნალისტს, ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს კონსტანტინ ბოგომოლოვს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს.
"საიმიგრაციო კანონის 104-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქსენია სობჩაკი და კონსტანტინ ბოგომოლოვი ლატვიაში არასასურველი პირების სიაში შევიყვანე და მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით ავუკრძალე", - წერს ბაიბა ბრაჟე.