31.10.2026 22:26
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს შეუძლია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის" ლიდერების სამიტზე მიიწვიოს, თუ ეს დადებით შედეგებს გამოიღებს. ამის შესახებ რუბიომ ატლანტაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
რუბიოს ჰკითხეს, მიიწვევენ, თუ არა უკრაინის პრეზიდენტს 14-15 დეკემბერს მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე, სადაც რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკვე მიწვეულია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს.
„მომისმინეთ, ეს ლიდერების დონეზე შეხვედრაა და ამ საკითხზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. ამას არ გამოვრიცხავ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი [ზელენსკის] მონაწილეობით რაიმე დადებითი მოხდება, მაგრამ დღეს ამასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ მაქვს გასაკეთებელი", - აღნიშნა რუბიომ.