01.11.2026 11:51
საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მის მოსამართლეებზე თავდასხმა კანონის უზენაესობის დანგრევის პროცესის კიდევ ერთი თავია" - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ამბობს, რომ კომპრომისზე წასვლა დაუშვებელია.
ვარშავაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა პოლონეთის პრეზიდენტმა - კაროლ ნავროცკი მმართველ პარტიას კონსტიტუციური წესრიგის რღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის რთული გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არის.
"პრეზიდენტი არ შეიძლება იდგეს უკან და ეუბნებოდეს პოლონელებს: "წინ". პასუხისმგებლობა ნიშნავს იყო პირველი იქ, სადაც საჭიროა, რომ ემსახურო პოლონეთს, მიიღო რთული გადაწყვეტილებები და აიღო პასუხისმგებლობა", - განაცხადა კაროლ ნავროცკიმ.