კვირა, 1 ნოემბერი, 2026
GE EN RU
აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა Boeing-ს ბელორუსულ ავიახაზებთან თანამშრომლობის ოფიციალური უფლება მისცა 01.11.2026 15:56

 

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა ამერიკულ კორპორაცია Boeing-ს ბელორუსულ ავიახაზებთან [Belavia] თანამშრომლობის ოფიციალური უფლება მისცა. ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო მედია BelTA-ს Belavia-ს გენერალურმა დირექტორმა იგორ ჩერგინეცმა განუცხადა. 

ჩერგინეცის განცხადებით, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ავიაკომპანიას საშუალებას მისცემს პირდაპირ შეიძინოს სათადარიგო ნაწილები და პროგრამული უზრუნველყოფა თვითმფრინავებისთვის.
აგრეთვე გზას უხსნის ახალი თვითმფრინავების შესაძლო შეძენაზე მოლაპარაკებებისთვის.

„კიდევ ერთი დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა Boeing-ს ბელორუსის ავიახაზებთან თანამშრომლობის ოფიციალური უფლება მისცა", - განაცხადა ბელავიას გენერალურმა დირექტორმა. 

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ