ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
GE EN RU
კიევის ოლქში კონფლიქტი მოხდა მოსახლეობას და სამხედროებს შორის, რომლებსაც მობილიზებული პირების უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებენ 03.11.2026 11:08

 

კიევის მახლობლად მდებარე დასახლებაში, ბორშაგოვკაში კერძო სახლთან კონფლიქტი მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ამ სახლში უკანონოდ ჰყავდათ დატყვევებული ათობით ადამიანი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სოფლის ერთ-ერთ სახლთან ასამდე ადამიანი მივიდა. ინფორმაცია გავრცელდა, რომ სახლში მობილიზებული ახალგაზრდები და სამხედროები ჰყავდათ დაკავებული, რომლებმაც საკუთარი სამხედრო ნაწილები თვითნებურად დატოვეს. შეკრებილი ადამიანები ამ პირთა მდგომარეობის შემოწმებას ცდილობდნენ და ობიექტის ტერიტორიაზე შესვლას მოითხოვდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, სახლთან შეკრებილ ადამიანებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახლში დაკავებულ პირებზე ძალადობა განხორციელდა და ისინი ძალით ჰყავთ დაკავებულები. მათი თქმით, საუბარია დაახლოებით 40 კაცზე, რომლებიც სახლის სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი.

კიევის ოლქის პოლიციაში განაცხადეს, რომ ამ ადგილას უკრაინის ნაციონალური გვარდიის ერთ-ერთი ქვედანაყოფია დისლოცირებული. სამართალდამცავი ორგანოები უარყოფენ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ადამიანები უკანონოდ ჰყავთ დაკავებულები, მათზე ძალადობა ხორციელდება და ერთი პირი გარდაიცვალა.

თავის მხრივ, უკრაინის ნაციონალური გვარდიის სარდალმა ალექსანდრე პივნენკომ განაცხადა, რომ 4-მა სამხედრომ სხეულის დაზიანება მიიღო და მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. მისი თქმით, საუბარია სამხედროებზე, რომლებმაც საკუთარი ნაწილები თვითნებურად მიატოვეს. ეს ინფორმაცია კორპუსმა „აზოვმაც" დაადასტურა.

გვიან საღამოს სახლთან ვითარება გამწვავდა. შეტაკების დროს დაზიანდა ნაციონალური გვარდიის ავტობუსი და პოლიციის მანქანები.

ადგილზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი კირილ ბუდანოვი მივიდა, მან მომხდარს მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ მომხდარის ყველა გარემოებას კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ.

ინციდენტის შემდეგ უკრაინის შსს-მ და ნაციონალურმა გვარდიამ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების დაწყების შესახებ განაცხადეს. როგორც უკრაინის შს მინისტრმა განაცხადა, რომ სახლთან შეკრებილ ადამიანებს თავის ახლობლებთან შეხვედრის საშუალება მიეცათ და შიგნით მედიკოსები შეუშვეს.

უკრაინის ნაციონალურმა გვარდიამ გაავრცელა განცხადება რომ თუ სოფელ ბორშაგოვკაში ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას, ყველა დამნაშავე მომხდარზე პასუხს აგებს.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ