04.11.2026 10:18
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, შუალედური არჩევნების შედეგები მიიღოს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსთან" ინტერვიუში აღნიშნა, მოუთმენლად ელოდება დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობას.
„აბსოლუტურად მზად ვარ, მივიღო ეს შედეგები. იცით, მოუთმენლად ველოდებით მათთან მუშაობას. ალბათ, რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა ტრამპმა.