04.11.2026 20:47
აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების შემდეგ თეთრი სახლი სოციალურ ქსელში აქვეყნებს დონალდ ტრამპის ფოტოს წარწერით „ტრამპი კვლავ თქვენი პრეზიდენტია".
როგორც უცხოური მედია წერს, ამ პოსტით თეთრი სახლი იმეორებს კომუნიკაციების დირექტორის სტივენ ჩუნგის მიერ დღეს დილით გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი კვლავ აშშ-ის პრეზიდენტია.
აშშ-ში ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს. ამჟამად არსებული მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებენ.