ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ჯეი დი ვენსი: არჩევნების წაგების მიზეზი ირანის ომია - ეს თავად პრეზიდენტმაც აღიარა 04.11.2026 21:06

 

შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური" პარტიის მძიმე მარცხისა და „დემოკრატების" მიერ მიღწეული შთამბეჭდავი გამარჯვების მიზეზად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ირანის ომს ასახელებს.

ვიცე-პრეზიდენტმა პირდაპირი შეფასება მისცა სამშაბათს გამართულ არჩევნებში „რესპუბლიკელების" დამარცხებას.

ვენსის განცხადება მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაკეთებულ აღიარებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ირანის ომმა გარკვეული როლი ითამაშა შუალედურ არჩევნებში „დემოკრატების" გამარჯვებაში.

„ჩვენი წაგების მიზეზი ომია. ეს თავად პრეზიდენტმაც თქვა წუხელ", - დაწერა ვენსმა სოციალურ ქსელ X-ში.

„თუ გსურთ ამტკიცოთ, რომ ეს ამად ღირდა, რომ მომდევნო 6 წლის განმავლობაში სენატის დაკარგვა ამ ფასის გადახდად ღირდა - თქვით ასე. იდავეთ, რომ ეს გასაღები საფასური იყო. ეთანხმებით თუ არა, ეს მაინც პატიოსანი პოზიცია იქნება", - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ