შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ვოლოდიმირ ზელენსკი – სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტების გაშვებით ემზადება 07.11.2026 18:01

 

გასულ ღამეს თავდასხმის დროს რუსებმა 36 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს, რომელთა სამიზნე კიევი და მიმდებარე რეგიონები იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის ემზადება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვებით.

„დარტყმის მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკის სექტორია. დედაქალაქს ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის საკითხში რთული ვითარება აქვს. საცხოვრებელი შენობები და ჩრდილოეთის ხიდი დაზიანდა, ხოლო საბავშვო ბაღი ნაწილობრივ განადგურდა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, კიევის გარდა, კიდევ თორმეტი რეგიონი დაზარალდა. პარტნიორების, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატებისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც რუსეთი ცდილობს კიევსა და მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვას, „უკრაინა, არ შეიძლება, მარტო დარჩეს".

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ