შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
GE EN RU
BBC: პოლიციის ცნობით, კრაკოვში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა 07.11.2026 20:01

 

მალოპოლსკას პოლიციის ცნობით, კრაკოვის მთავარ ბაზრის მოედანზე სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოედანზე ავტომობილით მოძრავმა მამაკაცმა „მანქანიდან შემთხვევითი ადამიანების მიმართულებით სროლა დაიწყო".

კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამნაშავეს პოლიციამ ესროლა და ის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურებია მობილიზებული. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ აღნიშნულ ტერიტორიას.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ