ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
GE EN RU
პაკისტანში უცნობი დაჯგუფების თავდასხმას, 12 პოლიციელი ემსხვერპლა 11.11.2026 18:03

პაკისტანში უცნობი დაჯგუფების თავდასხმას, სულ მცირე, 12 პოლიციელი ემსხვერპლა.

 

ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

ადგილობრივი სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, თავდასხმა ავღანეთის საზღვართან ახლოს, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის კოჰატის რეგიონში მოხდა.

პაკისტანის პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ამ დროისთვის ჯერ არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.

მედია ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, თავდასხმის უკან პაკისტანის „თალიბანი", იგივე „ტეჰრიკ-ე-თალიბანი" იდგეს.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ