შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
GE EN RU
იტალიაში უამინდობა გრძელდება, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ლიგურიისა და ტოსკანის რეგიონებშია 13.11.2026 22:42

 

იტალიაში უამინდობა უკვე მესამე დღეა, გრძელდება. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ლიგურიისა და ტოსკანას რეგიონებშია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პეზარო-ე-ურბინოს პროვინციაში მდინარე მეტაურო კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე მუნიციპალიტეტი დატბორა.

გენუის პროვინციის ქალაქ კარასკოში, მეწყრის საფრთხის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

საპორტო ქალაქ ლა-სპეციაში წყალი ათობით მაღაზიაში, სახელოსნოსა და საწყობში შევიდა. ადგილობრივი მეწარმეების გაერთიანება „კონფკომერციოს" ცნობით, დაზიანდა საქონელი, ავეჯი და ტექნიკა.

ამასთან, გასულ ღამეს მეხანძრეებმა 16 მიგრანტი გადაარჩინეს. ისინი იტალია-საფრანგეთის საზღვართან, ქალაქ ვენტიმილიაში, სარკინიგზო ხიდის ქვეშ იმყოფებოდნენ. მდინარე რუა მოულოდნელად ადიდდა და მათ უსაფრთხო ადგილას გადასვლა ვეღარ მოასწრეს.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ