18.11.2026 01:17
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩავიდა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს
19 ნოემბერს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. მანამდე ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
რუსეთის პრეზიდენტი ასევე მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის (APEC) სამიტის ღონისძიებებში. კერძოდ, ის სიტყვით გამოვა ბიზნესფორუმსა და სამიტის პლენარულ სხდომაზე.
რუსული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთანაც გამართოს ორმხრივი შეხვედრა. მედიის ცნობით, ამისთვის მხოლოდ შეხვედრის ფორმატის შეთანხმებაა საჭირო.