20.11.2026 22:17
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მონაწილეობა უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ნებისმიერი შეთანხმების მიღწევას ხელს შეუშლის.
„ის ღიად აღიარებს, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ნებისმიერი შეთანხმების საბოტაჟს აპირებს. კალასი უკვე დიდი ხანია, ასეთ განცხადებებს აკეთებს და ევროკავშირში ვერავინ ახერხებს მის შეჩერებას, მით უმეტეს, კონტროლს. ვის და როგორ წარმოადგენს ის ევროკავშირის სახელით, როდესაც თავად ევროკავშირშიც არ ესმით, ვის წარმოადგენს მთელი ამ ხნის განმავლობაში?" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, მანამდე კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლობა თავად შეუძლია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში ამ ეტაპზე ორ სხვა კანდიდატურას განიხილავენ: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას.