ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მარკ რუტე – ევროპული არმია რომ არსებობდეს, პუტინის თავდასხმის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის განაწილებას სამი კვირა დასჭირდება და პუტინი როტერდამში იქნება 23.11.2026 18:35

 

ევროპული არმია რომ არსებობდეს, პუტინის თავდასხმის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის განაწილებას სამი კვირა დასჭირდება და პუტინი როტერდამში იქნება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, არ მიაჩნია მიზანშეწონილად, რომ ნატო-ს ფარგლებში, სადაც ეროვნული სახელმწიფოები საკუთარი შეიარაღებული ძალებით თანამშრომლობენ, ამას დაემატოს კიდევ ერთი, მასშტაბური ევროპული სტრუქტურა.

„საქმე ისაა, რომ პუტინის თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ორი-სამი კვირა დაგვჭირდება იმის შესათანხმებლად, თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი; ვიდრე ამას გადავწყვეტთ, პუტინი, სავარაუდოდ, უკვე როტერდამამდეც კი მიაღწევს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ევროპული არმიის შექმნასთან დაკავშირებით პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს, თუმცა, ვიმეორებ, არ მგონია, ეს უახლოეს მომავალში მოხდეს", - აღნიშნა მარკ რუტემ.

ნატო-ს ხელმძღვანელის თქმით, უცნაურია, რომ ევროპის მოსახლეობა ამდენად არის დამოკიდებული აშშ-ზე. „ვფიქრობ, მაინც გარკვეულწილად უცნაურია, რომ ევროპაში, ნატო-ს ტერიტორიაზე მცხოვრები 600 მილიონი ადამიანი ამდენად არის დამოკიდებული და იმდენად დიდ იმყარებს იმედს ქვეყანაზე, რომელიც აქედან თვითმფრინავით რვა საათის სავალზე მდებარეობს და 340 მილიონი მოსახლე ჰყავს; თანაც, ეს ყველაფერი ხდება 140 მილიონი რუსისგან თავის დასაცავად. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს მდგომარეობა მდგრადი ვერ იქნება", - აღნიშნა მარკ რუტემ.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ