23.11.2026 22:11
ნატო აძლიერებს თავის საქმიანობას ბალტიისპირეთში, რაც ზრდის რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის რისკს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა ვლადისლავ მასლენიკოვმა.
„ალიანსი ბალტიისპირეთში განსაკუთრებულ აქტივობას ავლენს, რომლის შიდა ზღვად გადაქცევაც სურს. ეს ყველაფერი ზრდის როგორც შემთხვევითი ინციდენტების, ასევე, რუსეთსა და ბლოკს შორის რეალური პირდაპირი კონფლიქტის რისკს", - აღნიშნა მასლენიკოვმა კონფერენციაზე „რუსეთი ევროპული უსაფრთხოების კრიზისის დროს".