ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპა უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მიიღებს მონაწილეობას 25.11.2026 18:01

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპა უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას მიიღებს ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ომის დასრულებისკენ მიმართულმა ძალისხმევამ ახალი დინამიკა შეიძინა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობა აუცილებელია, რადგან უკრაინის უსაფრთხოება უშუალოდ უკავშირდება ევროპის უსაფრთხოებას.

ევროპარლამენტში გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე გაიხსენა „მსურველთა კოალიციის" წინადადებები ზამთრის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტისა და შავი ზღვის გავლით სურსათის უსაფრთხო ექსპორტის უზრუნველყოფის შესახებ.

ფონ დერ ლაიენის შეფასებით, ამ წინადადებებზე მოსკოვის თანხმობა რუსეთის განზრახვების სერიოზულობას დაადასტურებდა. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ