Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10
Geotimes - სიახლეები
სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევა 10.11.2026 10:58

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, პაკისტანის, იორდანიის, სომხეთის, ტაილანდის, ტაჯიკეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, სუდანის, უგანდის, ფილიპინების, ჩინეთის, ერაყის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 91 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

შს-ს ცნობით, მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3700-ზე მეტი პირი.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა