Warning: Undefined array key "cat_id" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 10
Geotimes - სიახლეები
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ბულგარეთში ურსულა ფონ დერ ლაიენის კოლონას კვერცხები, ხილი და ბოსტნეული დაუშინეს 11.11.2026 17:31

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტს საპროტესტო აქცია მოჰყვა.

 

დემონსტრანტებმა მისი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის ავტომობილების კოლონას კვერცხები, ხილი და ბოსტნეული დაუშინეს.

 

აქცია ნიკოლა ვაპცაროვის სახელობის საზღვაო აკადემიასთან გაიმართა, სადაც ფონ დერ ლაიენი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

 

პროტესტის მონაწილეები ევროკომისიის პრეზიდენტს ბულგარეთის დაუყოვნებლივ დატოვებას სთხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ქვეყანას რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა არ სურს.

 

საპროტესტო აქცია პარტია „აღორძინების" მხარდამჭერებმა გამართეს. ისინი ევროკავშირის პოლიტიკას, განსაკუთრებით კი უკრაინის მიმართ მის მხარდაჭერას აკრიტიკებდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში ფონ დერ ლაიენმა და რუმენ რადევმა შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები განიხილეს.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა