27.07.2026 14:59
4 ოქტომბერს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა პაატა ბურჭულაძეს და სხვა ორგანიზატორებს დაუჯერეს, ახლა შეუძლიათ, ისევ დაუჯერონ, ჩადენილი დანაშაული აღიარონ, მოინანიონ და გენერალური პროკურატურის გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი საპროცესო შეთანხმებას მიიღებენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა იყო.
„პაატა ბურჭულაძე მსჯავრდებულია უმძიმესს სისხლისსამართლებრივ დანაშაულში. ახლა მისი განცხადებები გაკეთებულია საკუთარი თავის თუ მის მიერვე წაქეზებული ადამიანების გადასარჩენად, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. 4 ოქტომბერს მცდელობა იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად საქართველომ თავიდან აიცილა მორიგი რევოლუცია და გარე პატრონების მიერ ორგანიზებული გარე მმართველობის მცდელობა", - განაცხადა გორდულაძემ.
ავტორ(ებ)ი :