27.07.2026 18:03

 

მმართველი გუნდი ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მხრიდან "ფეიკ ნიუსების" გავრცელებასა და საზოგადოებისთვის პროვოკაციული ინფორმაციების მიწოდებაზე საუბრობს.

სოციალურ ქსელებსა და რამდენიმე ოპოზიციურ მედიაში დაიწერა, რომ რუსი მეომარი და სამხედრო, ივან დებალცინი საქართველოში ცხოვრობს.

გაავრცელეს დებალცინის ფოტოც და პირადი ინფორმაცია. გადამოწმების შედეგად კი ირკვევა, რომ ინფორმაცია ყალბია.

მითითებულ პიროვნებას საზღვრის კვეთა საერთოდ არ უფიქსირდება, რეალურად კი ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების გავრცელებულ ფოტომასალაზე სხვა რუსი სამხედროა, რომელიც ასევე არასდროს ყოფილა საქართველოში.

"სრული სიცრუეა და დეზინფორმაცია ის, რომ თითქოს კონკრეტული პიროვნება, ვისზეც საუბრობენ, ქვეყანაში დღემდე ცხოვრობს და თავისუფლად გადაადგილდება. აღნიშნულ პიროვნებას, ვისზეც საუბრობენ, საერთოდ არ აქვს საზღვრის კვეთა, საქართველოში საერთოდ ნამყოფიც არ არის და სულ სხვა პიროვნების მონაცემები ვრცელდება. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ხდება მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით შეცვალა მიდგომები და ხდება ისეთი პირების დაშვება ქვეყანაში, ვისაც კონკრეტული კანონდარღვევები აქვს. ეს, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ მოხდეს საზოგადოების დეზინფორმირება, მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, კონკრეტული ვიზიტორების "გაშავება", რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების მიზანმიმართულ დაზიანებას ემსახურება. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის ოფიციალურ წყაროებთან," - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ