21.09.2026 18:32
ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.
მისივე თქმით, დღეს ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში:
„ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო. დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. დღეს ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნება მულტილატერალიზმს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალურ დებატებზე სიტყვით ხუთშაბათს გამოვა.
ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერი ასევე ჩაერთვება „მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტსა და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.
ავტორ(ებ)ი :