ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ 30.09.2026 21:42

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ.

როგორც „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, შეხვედრაზე მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება არ იგეგმება და არ არსებობს კონსენსუსი რაიმე სახის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

მისივე ინფორმაციით, მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ 12 თვით გაგრძელდება საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ვადა, რაც მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ