ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ანა წითლიძე – 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე 04.10.2026 16:54

 

რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა „ქოცებმა", თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც წითლიძე აღნიშნავს, ამ გზას იმდენჯერ გაივლის, რამდენჯერაც საჭირო იქნება.

„რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას - არალეგიტიმური, რუს/ქოცების წინააღმდეგ, რომლებმაც სახელმწიფო მიიტაცეს.

„როცა უსამართლობა კანონად იქცევა, წინააღმდეგობა მოვალეობა ხდება".

გაუტეხელი წინააღმდეგობა, ყოველი დაცემის შემდეგ ადგომა და ბრძოლის გაგრძელება გარდაუვალ გამარჯვებას მოიტანს.

თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს", - წერს ანა წითლიძე.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ