სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებსაც მოვისმენთ - ზვიად შალამბერიძე 06.10.2026 14:55

 

 ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებსაც მოვისმენთ, - განაცხადა „ქართული ოცნების" წევრმა ზვიად შალამბერიძემ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ დანაშაულის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების თხოვნის შესახებ.

მისივე თქმით, ყველასთან მიმართებით ვინც დანაშაულს აღიარებს სახელმწიფო იქნება ლმობიერი.

„ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს გულზე მჯიღს ირტყამენ, თითქოს ის ადამიანები, რომლებიც ახლა შეწყალების თხოვნით მიმართეს სახელმწიფოს არასწორ ნაბიჯს დგამენ, ისინიც რიგში იქნებიან და დღეს თუ ხვალ მათ შორის ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებს მოვისმენთ. რა თქმა უნდა მათაც შეეხებათ ის ნაბიჯი, რასაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო გადადგამს ყველას მიმართ, რომელთაც აქვთ იმის რესურსი რომ აღიარონ საკუთარი დანაშაული", - განაცხადა შალამბერიძემ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ