ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, რომ პოლიტიკურ ველზე არ იყოს საქართველოში უცხო ძალების აგენტურა წარმოდგენილი-რატი იონათამიშვილი 20.10.2026 18:14

ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, რომ პოლიტიკურ ველზე არ იყოს საქართველოში უცხო ძალების აგენტურა წარმოდგენილი, - ამის შესახებ  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ  რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში"  განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მმართველი გუნდი 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს.

მისი თქმით, ამ პოლიტიკურ აქტორებს სინამდვილეში არაფერი აქვთ საერთო არც პოლიტიკასთან, არც პოლიტიკურ პარტიებთან. იონათამიშვილი მათ უცხო ძალების პროექტებსა და „ოროსნებს" უწოდებს. მისივე თქმით, ისინი მზად არიან უცხო ძალების დავალებები ძირი გამოუთხარონ ქვეყნის სუვერენიტეტს, თუმცა საბოლოო ჯამში ამ დავალებებს მაინც ვერ ასრულებენ.

„ისინი ყოველ ჯერზე უარყოფენ ჩვენი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც. ნდობადაკარგულ, განადგურებულ აქტორებს წარმოადგენენ ისინი დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის, ამიტომ, ამ პროცესების ლოგიკური შეფასება იქნება საბოლოო ჯამში ის პროცესი, რომლის მანდატით ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ აღგვჭურვა მაშინ, როდესაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" მორიგ ჯერზე გაიმარჯვა. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ აგენტურული ჯგუფები არ დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში", - აცხადებს იონათამიშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ