22.10.2026 18:34
სასამართლო პროცესის ორი დღე აჩვენებს, პარტიების მხრიდან შემდგომლობის დაყენების მიზანია, რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაჭიანურდეს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი, ამიტომაც აყენებენ ისეთ შუამდგომლობებეს, რომელთაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულ შესვენებაზე განაცხადა.
არჩილ გორდულაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოზე „ლელომ" ქვეყნის სუვერენიტეტსა და ლეგიტიმაციაზე შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.
„„ლელომ" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, თურმე არ სასამართლომ არ იცის, როგორი უნდა იყოს პროცედურული საკითხები, მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას და ჰკითხეთ აზრიო, როგორ დაიბაროს მხარეები და განათავსოს, ვის როდის უნდა დააყენებინოს შუამდგლომლობა. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, არალეგიტიმურად გამოაცხადონ, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური ორგანო. „ლელო" ამით კიდევ ერთხელ, ერთი მხრივ, თავს დაესხა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, ხოლო, მეორე მხრივ, პირდაპირ ცდილობს, გააგრძელოს, რაც 2022 წლიდან არის დაწყებული, თითქოს სასამართლო არალეგიტიმურია, არაღიარებენ, ცდილობენ ექსტრემიზმის წახალისებას უკვე ამ ფორმით სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას. და აბსოლუტური ტყუილები, მაგალითად, თითქოს საჭიროა, სტანდარტების შესახებ ინფორმაცია მიიღონ სტრასბურგის სასამართლოსგან. ეს სტანდარტები უკვე დადგენილია არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში, შესაბამისად, მათი მიზანი არა რაიმე ინფორმაციის მიღებაა, რომელიც შეიძლება, სასამართლოს ხელს უწყობდეს, არამედ მათ სურთ, სასამართლოს დელეგიტიმაცია მოხდეს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელო - ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა, სტრასბურგის სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვასთან დაკავშირებით.