შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძე - არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს 24.10.2026 15:07

არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში ჩარევისაგან.

 

„ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ჩვენს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში ჩარევისაგან. მათ უნდა წაიკითხონ სარჩელი, მათ უნდა შემდეგ წაიკითხონ გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება, გააკეთონ სამართლებრივი კომენტარები. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ, უხეში პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში,"- აღნიშნა პრემიერმა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ