ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
პაატა სალია: იმ პერიოდიდან, რაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, არ განელებულა კამპანია, რომლის მიზანიც დისკრედიტაციაა 28.10.2026 22:44

 

ბოლო კვირებში პენიტენციურ სისტემაში მომხდარმა რამდენიმე შემთხვევამ პატიმართა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის საკითხი დააყენა.

რამდენად ეფექტიანია კონტროლი ციხეებში და ვინ აგებს პასუხს პატიმრების უფლებების დარღვევაზე - კითხვებს „ღამის კურიერის" სტუმარმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უპასუხა.

მინისტრი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ბრალდებები ძალიან გახშირდა, თუმცა, მისივე თქმით, იმ პერიოდიდან, რაც იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, არ განელებულა კამპანია, რომლის მიზანიც დისკრედიტაციაა.

„დავიწყებ იმით, თუ რა ხდება ზოგადად პენიტენციურ სისტემაში.

პენიტენციური სისტემა სახელმწიფო მართლმსაჯულების ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული და მგრძნობიარე სფეროა, სადაც ყოველდღიურად ერთმანეთში იკვეთება უსაფრთხოების საკითხები, კანონის აღსრულება, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, რაც სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს.

აქ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ და მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ სისტემაში მართლაც ათასობით ადამიანი მუშაობს, რომლებსაც ხშირად რთულ პირობებში უწევს მუშაობა და ისინი კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ საქმეს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განვასხვაოთ გახმოვანებული ბრალდებები და რეალურად დადასტურებული დარღვევები, თუ ასეთი არსებობს.

ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მსგავსი ბრალდებები, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ პერიოდიდან, რაც მე დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, ფაქტობრივად არ განელებულა ეს კამპანია, რომლის მიზანიც არის დისკრედიტაცია.

განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა დავითაძის საქმის განხილვისას, როდესაც იყო მცდელობები, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფილიყო არეულობა, იყო გარედან ამის მხარდაჭერა, მოწოდებები და ასე შემდეგ", - განაცხადა პაატა სალიამ.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ