სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ზვიად შალამბერიძე: ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ, რომ გაემიჯნონ არათუ ლიდერებს, არამედ საკუთარ განცხადებებს, რომელსაც ტელეარქივი უხვად ინახავს 17.11.2026 17:37

 

„საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სიცრუეს ვისმენთ რას ვხედავთ? ეს ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ, რომ გაემიჯნონ არათუ ლიდერებს, არამედ საკუთარ განცხადებებს, რომლებსაც ტელეარქივი უხვად ინახავს", - ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც არ უნდა შეეცადონ, რომ ეს სიცრუე საზოგადოებას თავს მოახვიონ, არქივი არსებობს, რომელიც ყველაფერს ამბობს.

„ცდილობენ, რომ საზოგადოება ისეთ რამეში დაარწმუნონ, რაც რეალობას არ შეესაბამება, რადგან მათ თქვეს, რომ ჩვენ ვამბობდით, მთავრობა შეერთებოდა ამერიკის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებსო, მაგრამ ჩვენ რაც ვნახეთ, ისეთი ინიციატივები იყო, რომელიც არცერთ მათგანს არ დაუწესებია რუსეთისთვის, მათ შორის რუსების ქვეყანაში შეშვებაზე, ავტომობილებზე რუსული ნომრების აკრძალვაზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები სიცრუეა", - განაცხადა შალამბერიძემ.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ