ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას 23.11.2026 11:32

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც რუმინეთი მასპინძლობს.

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტერიალზე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგებსა და პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ. ყურადღება დაეთმობა მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას.

 

„მინისტერიალში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრები.

 

საქართველოს ვიცე-პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე.

 

2022 წლის 17 დეკემბერს საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმდა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" ოთხმხრივი შეთანხმება.

 

დოკუმენტი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მეშვეობით სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის გადაცემის ახალი მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს, რაც ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას შეუწყობს ხელს",- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ