26.11.2026 17:15
ევროპარლამენტმა უკვე შვიდი რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული
ევროპარლამენტარების განცხადებებებს, - ამის შესახებ პარლაენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს.
„ვხედავთ რასთან გვაქვს საქმე. რასა იუკნევიჩიანე, ადამიანი, რომელიც ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ქართველ ხალხზე ფაშისტურ განცხადებებს რომ გააკეთებს ადამიანი, მასთან რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს, ვაკვირდებით. გამომსვლელთა სიას რომ შეხედავთ, ნახავთ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, რომლებიც აქეთ გვემართლებიან. ადამიანი, შეიძლება, გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. ევროპარლამენტარი დღეს საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა. თავის შემადგენლობითაც კი რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიანე, გორბაჩოვის „პერესტროიკის" თანამებრძოლი ზის, ის რომ არის საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, მე მგონი, ფაქტია. ასე უნდა შევხედოთ. გადავახვიოთ ძველი კადრები ამოვიღოთ საბჭოთა კავშირის ყრილობებისა და ნახავთ რომ ერთი ერთში არის ესთეტიკაც და გვარები, სახელები, წარმომავლობა, ყველა ერთნაირი ხალხია, ვინც იქ არის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.