ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებას 200 000 ადამიანის მხარდაჭერა სჭირდება 04.12.2019 22:30

სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებას 200 000 ადამიანის მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა როგორც გუნდის შიგნით, ისე გარეთაც და მისი აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით „მსჯელობის დაწყება ნორმალური იქნება“.

 

"ჯერჯერობით, ეს ინიციატივა ვერ დარეგისტრირდება, მას დასჭირდება 200 000 ადამიანის მხარდაჭერა. საინტერესოა, თავად ორპალატიანი პარლამენტის იდეა, რომელიც ჩვენს წინა და მოქმედ კონსტიტუციაში არის ჩადებული. რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც გუნდში, ასევე გუნდის გარეთ, ბუნებრივია, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ის იდეა, რაც არის კონსტიტუციაშივე ჩადებული, ამასთან დაკავშირებით მსჯელობის დაწყება, დისკურსიის გახსნა და მოსაზრებების მოსმენა ძალიან ნორმალური იქნება,"- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ