კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას, რომელიც პროკურატურის და ძალოვანების საქმეებს იძიებს, ქმარი პროკურორი ჰყავს, ძმა კი - ძალოვანი უწყების თანამშრომელი - ჩვენებური სკანდალი 24.12.2019 21:21

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე - სახელმწიფო ინსპექტირების სამსახური აწარმოებს გამოძიებას. გახარიამ ბრძანა, რომ როგორც სახელმწიფო ინსპექტირების სამსახური გამოიძიებს, ისე იქნება! კი, ლონდა თოლორაია გახარიას კადრია და ეს არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს. სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურს ევალება პროკურატურის საქმეთა გამოძიებაც - თუმცა, სახელმწიფო ინსპექტირების უფროსის ქმარი - პროკურორი დავით ნაღებაშვილია. ლონდას ძმაც ძალოვნებში მუშაობს. 

 

ლონდას დეკლარაცია კიდევ უფრო საინტერესოა, წინა წლების დეკლარაციების მიხედვით, ლონდა მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. რადგან ლონდას ძმა, ნოდარ თოლორაიაც ძალოვანებში მუშაობს, დეკლარაციას ძმაც ავსებდა და დაც. 2017 წლის დეკლარაციაში ვკითხულობთ - ლონდა არის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი  - კახეთის გზატკეცილზე ბინის 67. კვ.მ./ მიწის ნაკვეთის კრწანისში 800 კვ.მ., წყალტუბოში, ქვიტირში 614 კვ.მ. მიწის და ასევე წყალტუბოში, ქვიტირში 1682 კვ.მ. მიწის ნაკვეთის - ღირებულის გასწვრივ ყველა ქონების გრაფაში წერია ნული ლარი. არ არის მითითებული, აჩუქა ვინმემ, მემკვიდრეობით ერგო, თუ როგორ გახდა მფლობელი.

 

მომდევნო წლის დეკლარაციაში მიწის ნაკვეთები ქრება, ხოლო - კახეთის გზატკეცილზე ბინის ფასის გრაფაში, ნულის ნაცვლად ჩნდება ციფრი - 21 000 და მითითებულია რომ ეს იყო 2011 წლის ნასყიდობა. 2017 წელს არ იცოდა, რომ 2011 წელს იყიდა 21 000 დოლარად? 2017 წელს ნული რატომ ეწერა და რატომ არ იყო ნასყიდობა მითითებული? სად წავიდა მიწის ნაკვეთები? გაყიდა? - გაყიდვით შემოსული თანხა არ ჩანს მის დეკლარაციაში, გააჩუქა? გადააფორმა? - სად გაქრა? 

 

კიდევ უფრო საინტერესოა და-ძმის, ნოდარ და ლონდა თოლორაიას მანქანები: 2017 წლის დეკლარაციაში ლონდა თოლორაია წერს, რომ ჰყავს სამი ავტომანქანა - და სამივეს ფასი - ისევ არის ნული, ისევ არ არის მითითებული, აჩუქეს, ლატარიაში მოიგო, სადმე იპოვა დაგდებული და სახლში წაიღო?! მომავალ წელს ლონდა თავს დეკლარაციაში წერს, რომ იგივე სამი მანქანა ეკუთვნის მის ძმას ნოდარ თოლორაიას და წერს, რომ ერთი მანქანა ნოდარმა იყიდა 2016 წელს 7 ათას დოლარად, მეორე მანქანა იყიდა 2017 წელს - 3500 ლარად და 2018 წელს იყიდა მესამე - 4 ათას დოლარად. იგივე 2018 წელს, ნოდარ თოლორაია წერს, რომ მას ჰყავს ორი ავტომობილი, ერთი 2013 წელს, დაშლილებში ნაყიდი 2 ათას დოლარად და მეორე - 2018 წელს ნაყიდი 4 ათას დოლარად. რა არის ეს? თაღლითობა? ქრთამი? რა არის? 2017 წელს, სამი მანქანის მფლობელი იყო ლონდა - 0 ლარი ჰქონდა სამივეში გადახდილი, მომავალ წელს, ლონდას დეკლარაციის მიხედვით, ეს სამი მანქანა არის მისი ძმის და აქედან ორი ნაყიდია მანამდე, ვიდრე ლონდა თავის დეკლარაციაში 0 ლარად დაიტანდა და ასევე მისი ძმის დეკლარაციაში ჩანს მეოთხე მანქანა, რომელიც ლონდა, როგორც ოჯახის წევრის დეკლარაციაში - საერთოდ არ ჩანს. (იგულისხმება მანქანა, რომელიც ნაყიდია 2013 წელს დაშლილ მდგომარეობაში 4 ათას ლარად, ეს მანქანა ლონდას დეკლარაცია არ წერია და ამიტომ არის ის მეოთხე რეალური მანქანა). 

 

ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან ლონდა თოლორაია, მალევე გაეხვია სკანდალში. 

 

 

წყარო: ალია

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ