კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
„ევროპაში, ბრიტანეთის შემდეგ, კიდევ ერთი ნეოლიბერალური ცენტრი დაემხო - ნეოლიბერალიზმმა, რადიკალურმა მემარჯვენე იდეოლოგიამ თავისი თავი ამოწურა და დამარცხდა!“ 25.12.2019 22:49

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

ევროპაში ბრიტანეთის შემდეგ კიდევ ერთი ნეოლიბერალური ცენტრი დაემხო, არჩევნებში შვედეთში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს! შვედეთში კონსერვატორების გამარჯვება იმ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკის შვედური მოდელი, შერეული ეკონომიკის და ექსპორტზე ორიენტირებულ მოდელზე იყო აგებული, მიუხედავად მართველი პოლიტიკური ძალის ღია ლიბერალური მიმართულებისა. ამასთან, უმუშევრობის დონე შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე თუნდაც 2015 - 2016 წელს ანუ წინა საარჩევნო ციკლში. ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ჩვენთანაც არსებული ბოლო წლების ეკონომიკური პოლიტიკის გადაფასების ალტერნატივის წინაშე გვაყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში "აწარმოე საქართველოს " კომპონენტების ფარგლებში, არც თუ მცირე საწარმო გადაიარაღდა და შეიქმნა, არსებული მიდგომა მაინც ზედმეტად ლიბერალურია, რაც ბაზრის პრიმატზეა აგებული ანუ დასაქმებაც და წარმოების სეგმენატაციაც ბაზარის ე.წ მითხოვნა -მიწოდების საფუძველზეა აგებული, რაც მოძველებული ეკონომიკური პარადიგმაა!

 

ამ მოდელზე იყო აგებული წინა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკაც, რასაც ბაზრის პრიმატის პირობებში, პრივატიზაციის და ლიბერალიზაციის შედეგად, ეკონომიკური აღმავლობა და სრული დასაქმება უნდა უზრუნველყო. სამწუხაროდ, ეს ნეო ლიბერალური ნარატივი ჯერ კიდევ ძლიერია დღესაც. არადა სხვა ქვეყნების გამოცდილება სხვა რამეზე მიუთითებს. აქ როდესაც "აზიური ვეფხვების" მაგალითების და გამოცდილების კულტივირება ხდება, რატომღაც გვერდის ავლა ხდება იმ ფაქტზე, რომ ამ „აზიის ვეფხვების“ (სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, ტაივანი, ჰონგ-კონგი), რომლებიც აგრარული ქვეყნები იყვნენ, ეკონომიკური პოლიტიკა ლიბერალიზაციასთან ერთად, აგებული იყო სახელმწიფოს მხრიდან ღიად მხარდაჭერილ ინდუსტრიულ პოლიტიკაზე. დიდწილად სწორედ ამის შედეგად, და არა ცალმხრივად ლიბერალური მიდგომების გამო, მოახერხეს ამ ქვეყნებმა როგორც ეკონომიკის ტრანსფორმაცია, ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დივერსიფიკაციაც, პირველ რიგში ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. იგივე შეიძლება ითქვას თურქეთზეც, რომელიც ბოლო ათწლეულში ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად გადაიქცა სახელმწიფო პროტექციონისტული პოლიტიკის შედეგად.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყნები აგრარული, და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით უღარიბეს ქვეყნებს განეკუთვნებოდნენ! არც მათ ყავდათ მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა, და ჰქონდათ მაღალი მიგრაცია. მაგრამ სწორი ეკონომიკური პილიტიკის შედეგად ეტაპობრივად გადავიდნენ ტექნოლოგიურ გარღვევაზე და ეკონომიკის დივერსიფიკაციაც დაბალტექნოლოგიური მრეწველობიდან მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე გადასვლაც ამ გზით მიაღწიეს. თუ რა არის ამ მხრივ გასაკეთებელი და რა სახის ტრანსფორმაციას საჭიროებს თუნდაც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩემ ხედვებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

 

ნეოლიბერალიზმმა, რადიკალურმა მემარჯვენე იდეოლოგიამ თავისი თავი ამოწურა და ფაქტიურად დროსთან და თანამედროვე გამოწვევებთან, დეჰუმანიზირებული და ანტიქრისტიანული დოგმების შედეგად დამარცხდა!!! ამიტომაც არის ახალი, ლიბერალური საფარქვეშ შეფუთული ახალი მოძრაობები, მათ შორის ფართოდ რეკლამირებული "ლელო" განწირული და არც ის არის შემთხვევითი ამ ლიბერალურ ნარატივზე მოდრეიფე ოპოფლანგი სრულ გაბანკროტებამდე და ისტერიულ მეინსტრიმამდე რომ არის მისული!!!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ