Warning: file_get_contents(https://nbg.gov.ge/gw/api/ct/monetarypolicy/currencies/ka/json?date=2026-07-02): Failed to open stream: Redirection limit reached, aborting in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Undefined variable $usd in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 140

Warning: Undefined variable $eur in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 141
Geotimes - სიახლეები
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ესპანეთის სამეფოში ხელოვნური ინტელექტის მესამე სამიტს (REAIM) დაესწრო 05.02.2026 20:29

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ლა-კორუნიაში სამხედრო სფეროში პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის მესამე სამიტს (REAIM) დაესწრო.

პაატა პატიაშვილი სამიტში ესპანეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრის მარგარიტა რობლესისა და საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრის ხოსე მანუელ ალბარესის მოწვევით მონაწილეობდა.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე უსაფრთხოების გარემოში ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობასა და მისი გამოყენებისას, პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე.

ლა-კორუნიას სამიტი წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, სადაც სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სამხედრო სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ერთმანეთს საკუთარ ხედვებს უზიარებენ.

ლა-კორუნიას სამიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა ესპანელ კოლეგას, ადმირალ ხუან ფრანსისკო მარტინეს ნუნიესს. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ