Warning: file_get_contents(https://nbg.gov.ge/gw/api/ct/monetarypolicy/currencies/ka/json?date=2026-07-02): Failed to open stream: Redirection limit reached, aborting in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Undefined variable $usd in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 140

Warning: Undefined variable $eur in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 141
Geotimes - სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად 30.04.2026 12:18

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია. 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად.

„ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. შექმნის დღიდან, თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები, პარტნიორების მხარდამხარ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით, უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი ნდობა მოიპოვეთ.

დღეს ჩვენ გულისტკივილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ