Warning: file_get_contents(): SSL: Connection reset by peer in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: file_get_contents(https://nbg.gov.ge/gw/api/ct/monetarypolicy/currencies/ka/json?date=2026-07-02): Failed to open stream: HTTP request failed! in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Undefined variable $usd in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 140

Warning: Undefined variable $eur in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 141
Geotimes - სიახლეები
კამპანიის "არა ქალზე ძალადობა" ფარგლებში სპექტაკლი გაიმართა 12.12.2022 11:21

 

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, კამპანიის ,,არა ქალზე ძალადობა“ ფარგლებში, სანდრო მრევლიშვილის მუნიციპალურმა თეატრმა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულების ბენეფიციარებს  უმასპინძლა და  სპექტაკლი ,,ცილინდრი’’ წარუდგინა.


აღსანიშნავია,რომ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალურ თეატრებში, სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელს ძალადობის საკითხებზე სახელწიფო სერვისებისა და საკონსულტაციო ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდ.


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ , გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ  თინათინ ნიბლოშვილმა 16 დღიანი კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


,,ქალთა უფლებების დაცვა მრავალმხრივ აქტივობასა თუ კამპანიას საჭიროებს. იმისთვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაძლიერდეს დაცვის ღონისძიებები და მოხდეს ძალადობის დროული პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, უმნიშვნელოვანესია კულტურის სფეროს წარმომადგენელთა აქტიური ჩართვა, რომლებიც ფართო მასების ინფორმირებას უზრუნველყოფენ.  მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივასა და შეთავაზებას თბილისის მუნიციპალური თეატრები  ასეთი აქტიურობით გამოეხმაურნენ. მადლობა სანდრო მრევლიშვილის თეატრალურ დასს  და თეატრის დირექტორს დღევანდელი დღისთვის, დღევანდელი სპექტაკლისთვის“. - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.


სპექტაკლს თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ