28.07.2026 17:38
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო, სადაც ოპოზიციის აქტივისტებსა და მანდატურებს შორის დაპირისპირება მოხდა.
კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც სასამართლოში 26 ივლისს საკრებულოსთან დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმის განხილვა იწყებოდა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე ადამიანი შენობიდან გააძევეს.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს წვრილმან ხულიგნობისა და და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამართალდამცველებმა 10 პირი დააკავეს. მათ ნაწილს სასამართლომ 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ავტორ(ებ)ი :